ამ წუთებში, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის თანამშრომლები, ქედის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას მართავენ. შეხვედრას ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე უძღვება, რომელიც თვითმმართველობის მოხელეებს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციპიკის შესახებ პრეზენტაციას აცნობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის პროგრამების ბიუჯეტი 6 585 505 ლარით განისაზღვრა და ოთხ ქვეპროგრამას, კერძოდ: სასათბურე მეურნეობების განვითარების, მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურების წარმოების, მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობა - განახორციელებს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილე, გამგებლის წარმოამდგენლები და ფერმერები ესწრებიან, რომელთა კითხვებს, ცენტრის თანამშრომლები პასუხობენ.