8-14 აპრილს, მალტაში გამართულ მოსწავლეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში, ქედელი სპორტსმენები საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ქედის მერიის ორგანიზებით, სპორტსმენები დღეს ოფიციალური ცერემონიით გააცილეს: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, ქეთი შავიშვილი, მირანდა გორგილაძე, მწვრთნელები: იოსებ და იმედა მახაჭაძეები. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებბმა, თვითმმართველობის მოხელეებმა, აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა, აჭარის ა რ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ მენაბდემ, მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ, ქედის რესურსცენტრმა,სპორტის ქომაგებმა და საზოგადოების წევრებმა გუნდს წარმატებები უსურვეს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს სახელით მოპოვებული საგზურისთვის მსოფლიო ოლიმპიადაზე. ჩოგბურთელები სასპორტო სკოლის ყველა სექციის სპორტსმენმა კოლიდორში აპლოდისმენტებით გამოატარეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მომღერალმა ირინე დევაძემ შეასრულა. ქედის მერმა გოგონები თაიგულებით დაასაჩუქრა და წარმატებები უსურვა. სპორტსმენები ქალთა ხორუმით ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ბეთლემმა" გააცილა. ქედელი ახალგაზრდები შემდეგი ტრანსფარანტებით შეხვდნენ სპორტსმენებს: ,,თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ", ,,მაგიდის ჩოგბურთ ჩვენი თამაშია", ,,ქედელი გოგონები მსოფლიოზე", ,,წარმატებები გარდაუვალია" და ა.შ.