18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ დღეს ქედის ახალგაზრდებს უმასპინძლა და დაცული ექსპონანტებისა და მუზეუმის შექმნის ისტორიის შესახებ მოკლე ექსკურსი გააცნო - არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კუთხეები, ხალხის ყოფა-ცხოვრების გამომხატველი უძველესი მასალები, მინიატურული ჭურჭელი, ადგილობრივი საგაზეთო ფონდი და ა.შ. მოსწავლეები აღფროვანებაში 10 000 წლის წინანდელმა ქვის შურდულმა და სოფლის მეურნეობის ქვის იარაღებმა მოიყვანა. როგორც მუზეუმის დირექტორმა განმარტა, მუზეუმში 5 000 -მდე ექსპონანტია დაცული და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.