ქედის კულტურის ცენტრში დასაქმებულებს, დღეს ლევან გორგილაძემ, პირველ მოადგილესთან - როლანდ ბერიძესთან ერთად, ახალი მენეჯერი წარუდგინა. ჯამბულ სურმანიძე ქედის კულტურის ცენტრს დღეიდან ოფიციალურად უხელმძღვანელებს. დაიბადა 1975 წლის 18 ივნისს, დაბა ქედაში. განათლება: 2000-2005 წწ - სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი. ეკონომისტ მენეჯერის სპეციალობა. სამუშაო გამოცდილება: 2003-2004 წწ. - ენერგოკომპანიაში მაღალი ძაბვის ზედამხედველი ქედაში. 2005-2006 წწ. - ბათუმის რკინიგზის სადგური, ტექნოლოგიური ცენტრის ოპერატორი. 2007-2008 წწ. - შპს ჯეოტრანსპლიუსი, გადაზიდვების კომპანიის მენეჯერი. 2006-2010 წწ. - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატი. 2010 - 2011 წწ. - ქედის სატყეო დეპარტამენტის მახუნცეთის უბნის უფროსი. 2014-2017 წწ. - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე მოწვევის დეპუტატი. დაოჯახებული. ტელ: 0425 25 00 72 მობ: 595 50 63 89