დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და ფონდი ,,მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" პროექტს - ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" - შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ოფიციალურად ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

პროექტი ქედაში Bread for the Worls -ის ფინანსური მხარდაჭერით, ორ სამიზნე სოფელში განხორციელდება.