დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 06 ივნისის N 629 ბრძანებით განსაზღვრული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ზოგიერთი ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად ჩასატარებელი ღია კონკურსის პირველ ეტაპს - საბუთების გადარჩევის შედეგების განხილვას ეხებოდა.

სულ შემოსული იყო 26 განცხადება, რომელთაგან 21 გადავიდა მომდევნო ეტაპზე, ხოლო 5-ს უარი ეთქვა დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენისათვის.

კომისია 5 წევრისაგან შედგება.

მეორე და მესამე ეტაპი 2018 წლის 17 ივლისს, დღის 11 საათზე ქედის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, მცირე დარბაზში ჩაინიშნა.

იხილეთ: კომისიის ოქმი