ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა.

ღია და დახურული კონკურსი შემდეგ ვაკანსიებზე გამოცხადდა:

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქონების საკითხებში - ღია;

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სტიქიის საკითხებში - ღია;

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში - დახურული.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.hr.gov.ge-ზე