მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს განსახილველად 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

დაინტერესებულ პირებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ გამოქვეყნებიდან 2020 წლის 23 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

საკრებულომ კომისიებში განხილვების შემდგომ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.