ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 08 ივნისს გაიმართა №01-07/09 რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, სხდომას 24 წევრიდან ესწრებოდა 16. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო ორგანოს წევრების ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.

მეორე საკითხს წარმოადგენდა ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, აღნიშნული ცვლილება მიზანდა ისახავდა მერის მესამე მოადგილის შტატის გაუქმებას და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სარგოს ცვლილებას.

სხდომაზე განხილული იქნა და საჯარო ადმინისტრაციულ წარმოება დაიწყო „,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრებმა მე-4 საკითხად განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს ახალი მიზნობრივი პროგრამა: ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული თევზსაშენი მეურნეობების წყალაღების და ჩაშვების ჰიდროინჟინრული ტექნოლოგიის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბოლო, მე-5 საკითხად განხილული იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული საკითხიც საკრებულოს წევრების მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი.