ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა №01-06/17 მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან დევაძემ განმარტა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 30 ნოემბრის მორიგი სხდომა, ხოლო განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2018 წლის 26 ნოემბერს დღის 16:00 საათზე, რაც შეეხება დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეეძლებათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2018 წლის 22 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებულ მეორე საკითხად განიხილეს „,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის №90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. საკითხის მომხსენებელმა საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ განმარტა, რომ ნორმატიული აქტის მიღების თარიღის ცვლილება დაკავშირებულია პეტიციის წესის ახლებურად განსაზღვრასთან, რომელსაც უფრო მეტად დახვეწა და არსებული სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების გათვალისწინება სჭირდება, აქედან გამომდინარე აქტის მიღების თარიღად განისაზღვრა ნოემბრის თვის მორიგი სხდომა.

სხდომაზე მესამე საკითხად განხილულ იქნა ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ განკარგულებაში ცვლილების პროექტი, აღნიშნულთან დაკავშრებით მომხსენებელმა განმარტა, რომ ნორმატიული აქტის უკეთ დახვეწისა და შემუშავებისათვის საკითხის ინიციატორს მიზანშეწონილად მიაჩნია დადგენილების მიღების თარიღად განსაზღვროს 2018 წლის 30 ნოემბერი, ხოლო განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის თარიღად 2018 წლის 26 ნოემბერი.