მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/12 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამირან ცინცაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 18.

სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად განიხილულ იქნა ,,მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წინადადების მოწონების თაობაზე” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 აპრილის N25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი და ხმათა უმრავლესობით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქედის მუნიციპალიტეტისათვის შესაძლებელი იქნება გამოყოფილ იქნას თანხები ახალი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი ავტომობილის შეძენისათვის.