ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი პირველად გაიხსნა. აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საბავშვო ბაღის გახსნა მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა მიულოცეს. ,,ამ ბაღის მშენებლობით ქედის გამგეობამ დაასრულა უმნიშვნელოვანესი პროგრამის ,,ბაღების ქსელის გაფართოება" - მე-8 ბაღია ჩვენი მმართველობის დროს აშენებული. მიხარია, რომ ამ ადმინისტრაციის სოფლებში მცხოვრებ ნებისმიერ სკოლამდელ ბავშვს შეუძლია მიიღოს განათლება კომფორტულ გარემოში, ხარისხიანად და სრულფასოვნად. ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს გახლდათ. ვულოცავ ყველა პატარას, ახალდასაქმებულებს, გაერთიანების ხელმძღვანელობას ამ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთილად დასრულებას" - აღნიშნა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ.