ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე, დაბა ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

საკრებულოს წევრებმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინეს მშენებლობის პროცესის შესახებ ინფორმაცია და პროექტების სიკეთეებზე გაამახვილეს ყურადღება.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე კიბის რემონტი, რუსთაველის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები და ახლადათვისებული ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები - ეს ის პროექტებია, რომლებიც დაბის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.