ახალი პროგრამა, რომელიც შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, დაიწყო და მისი ბიუჯეტი 316 500 ლარია.

პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზესოფელში, კინთაურის უბანში, 7 ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მოწესრიგდა.

ღონისძიებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.