ქრისტე აღდგა!!! აღდგომას წინ სააღდგომო მარხვა უსწრებს, რომელიც 48 დღე გრძელდება და მორწმუნეებს სულიერად ამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად. მრევლს დღესასწაული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. საზეიმო წირვა მუნიციპალიტეტის ყველა ტაძარში მიმდინარეობს, რომელსაც სხალთის ეპარქიის სამღვდელოება აღავლენს. ლიტანობას დაბა ქედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დავით დუმბაძე ესწრებოდა.