ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს. მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია სოფლად მცხოვრებ მოზარდებს საშუალებას მისცემს ჩამოაყალიბონ ფეხბურთის მოყვარულთა გუნდი ან რაიმე სახის სპორტული აქტივობები დაგეგმონ. ამჯერად დასრულდა სოფელ ცხემნისა და ორცვის მოედნების რემონტი, ხოლო სოფელ უჩხითში აქტიურად მიმდინარეობს.