ქედის მერიის სააქტო დარბაზში, დღეს საჯარო სკოლის დირექტორებისა და საბავშვო ბაღების მენეჯერებისათვის, უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის სამმართველო და ქედის მუნიციპალიტეტის მერია. ინგა შამილიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, შესაძლო რისკების და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა და ქმედითი ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ლევან გორგილაძემ აუდიტორიას რისკების მართვის მენეჯმენტზე მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა და მუნიციპალიტეტში რისკების მართვის სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსა.