ქედის კულტურის ცენტრთან არსებული კულტურის სახლები და სასოფლო კლუბები, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ღონისძიებებს მართავენ და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საახალწლო განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ.

ღონისძიებები 25 დეკემბრიდან მიმდინარეობს და პროგრამა 15 იანვარს, ცხმორისის კულტურის სახლში დაიხურება.

ღონისძიებები უკვე გაიმართა სოფელ ინაშარიძეებში, მერისში, ოქტომბერში, აქუცაში, გეგელიძეებში, კვაშტაში, მახუნცეთსა და დოლოგანში.