აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ქედაში გასული წლის მსგავსად, წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. წონიარისის, დანდალოს და ზენდიდის საავტომობილო გზების კეთილმოწყობის შემდეგ, ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის კმ8+000-კმ10+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა, რომლის ბიუჯეტი 771 770 ლარია. აღნიშნულ გზაზე მოეწყო ასევე 1268 გრძივი მეტრი კიუვეტი, 116 გრძივი მეტრი კედელი და 26 გრძივი მეტრი გაბიონი.