ქედაში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს სახელწოდებით ,,არა ძალადობას".

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქალთა ოთახი" გენდერულ საბჭოსთან ერთად, გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან, რაც მოქალაქეებს ფლაერების სახით ურიგდებათ. კამპანია ხვალ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაინაცვლებს და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.