ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG, ქედის მერიასთან თანამშრომლობით, მალე ინოვაციურ პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის - ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“ ძირითადი მიზანია ეფექტიანი და რეპლიკაციის პოტენციალის მქონე სადემონსტრაციო ინიციატივის განხორციელება შშმ პირების გარემოს დაცვაში მონაწილეობის თემაზე და წარმოჩენა იმისა თუ, როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს შშმ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობა, საარსებო წყაროების მოპოვების შესაძლებლობები და ამასთანავე მიღწეულ იქნეს გარემოსდაცვითი მიზნები.

სამუშაო შეხვედრაზე დღეს მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ნაბიჯები და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო"-ს როლზე.


ინოვაციური პროექტის დონორია: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა.