წლევანდელი სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში" ეძღვნებოდა ისტორიულ-ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმ ,,მევლუდის“ გადაღებიდან 35 წლისთავს!

ფილმი გადაღებულია პარმენ ლორიას რომანის მიხედვით, ქედაში. მისი დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ სანიშვილი. მთავარი როლის, მევლუდის, შემსრულებელი კი ჩვენთვის, ყველასათვის, საყვარელი მსახიობი ბატონი ზურაბ ცინცქილაძე, რომელსაც ღონისძიებაზე ,,საპატიო ქედის მოქალაქის" წოდება მიენიჭა.

ქედელებს დღესასწაული მიულოცეს მსახიობებმა ეკა ქუთათელაძემ (ფატის როლის შემსრულებელი) და გივი ჩუგუაშვილმა (კაზანჯოღლის როლის შემსრულებელი).

ფილმში ორი ქედელიც ღებულობდა მონაწილეობას - მამუკა გათენაძე და გურამ თურმანიძე.