სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დღეს ქედაში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, შპს-ებისა და ა(ა)იპ -ების დირექტორები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბიუჯეტო სახსრების სწორედ და ეფექტური ხარჯვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების ჩამოყალიბება. მიმდინარე სიახლეებზე კი პრეზენტაცია გამართა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ.