2020 წლის 31 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი №01-06/01 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2020 წლის 21 თებერვლის დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. აღნიშნული დადგენილების მიღების თარიღია 2020 წლის 28 თებერვალი.

საკრებულომ მეორე საკითხად განხილა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიღების მიზეზია „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმის ოდენობის განსაზღვრისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №73 განკარგულების სამართლებრივი საფუძველის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ 2019 წელს პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიში.