2018 წლის 27 აპრილის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/07 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა ოცი. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი ცხრა საკითხი საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარადგინა, რომლებიც ერთხმად დამტკიცდა:
1. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
2. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
3. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
4. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
5. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულებისდამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის _№9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
6. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
7. ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
8. ,,„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
9. ,,„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

სხდომაზე დადებითად იქნა შეფასებული ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსმა გივი დევაძემ წარმოადგინა.

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეთერთმეტე საკითხად განიხილა და უარი განაცხადა ,,ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ხუნკუდის, გულების და ზესოფლისთვის სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ წინადადების მოწონების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთაინი ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებულ განკარგულების პროექტზე.