ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 09 ნოემბერს გაიმართა რიგგარეშე №01-06/18 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 17 ესწრებოდა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ერთხმად დამტკიცდა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა 2019 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებების და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპების და წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №319 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის 10 ნოემბრამდე დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის წლიური სასწავლო გეგმა, აღნიშნული გეგმის ფარგლებში კი მოხდება მოხელეთა სწავლების ფორმების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა ტრენინგის, დისტანციური სწავლებისა და სემინარების მიხედვით.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№7ა-ში მდებარე ეგრეთ წოდებული ,,აკავრეთის პარკი“-სთვის ,,ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკი“-ს სახელის მინიჭების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, როგორც ცნობილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 16-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად სახელწოდების არ მქონე გეოგრაფიული ობიექტს მიანიჭოს საზოგადო მოღვაწის ანუ იმ პირის სახელი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნებისა თუ ლიტერატურის საქმეში. აქედან გამომდინარე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოახდინეს საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის საზოგადოებრივი საქმიანობის, დამსახურებისა და ღვაწლის დაფასება.

სხდომაზე ბოლო საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2018 წლის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, საკრებულოს წევრებმა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2018 წლის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს, რის შემდეგადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 2018 წლის 09 ნოემბერს გამართული ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/18 სხდომა დახურულად გამოაცხადა.