საკრებულოს წევრებმა 2020 წლის 26 ოქტომბერს გამართულ №01-07/14 ბიუროს სხდომაზე ,,დაბის ერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის დადგმის შესახებ“ საკრებულში შემოსული ელეპტრონული პეტიიცის თაობაზე იმსჯელეს.

სხდომის თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ ბიუროს წევრებს წარუდგინა ,,დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის დადგმის შესახებ“ პეტიცია და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიცია რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი პეტიცია განეკუთნება საკრებულოს უფლებამოსილებას, შესაბამისად მიზანშეწონილია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას გადაეცეს შესწავლის მიზნით, რომელიც მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე ან პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

პეტიცია მოქალაქე ბესიკ ბერიძის მიერ 2020 წლის 1 სექტემბერს იქნა დარეგისტრირებული მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 682 ამომრჩეველმა ელექტრონულად მოაწერა ხელი.