ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 26 ივლისს გაიმართა მორიგი №01-06/10 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულომ დღის წესრიგის შესაბამისად ოთხი საკითხი განიხილა.

პირველ საკითხად საკრებულოს წევრებმა ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელეს.

მიღებული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეეძლებათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2019 წლის 22 აგვისტოს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად 2019 წლის 23 აგვისტო, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 30 აგვისტო.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებად წარმოდგენილი იყო ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ 2019 წლის მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2019 წლის მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიში და ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში, რომლებიც საკრებულოს წევრების მიერ დადებითად შეფასდა და ცნობად იქნა მიღებული.