2019 წლის 20 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/17 სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს. სხდომას, რომელსაც 24 წევრიდან 17 ესწრებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა.

  • მხარდაჭერილი იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
  • საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. მიღებული გადაწყვეტილებით განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2019 წლის 20 დეკემბერს, დღის 16:00 საათზე (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო აქტის გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 27 დეკემბერი.
  • საკრებულომ, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე, ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზისთვის (ს/კ №21.03.35.040) ,,გურამ ჯიჯავაძის სახელობის ქედის საჭიდაო დარბაზი“-ს სახელის მინიჭებას, რომელსაც თან ახლდა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 სხდომის ოქმი (დადებითი დასკვნა), ერთხმად დაუჭირა მხარი.
  • ცნობად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის მე-3 კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიშები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.