ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე უძღვებოდა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 ივნისის №57 ბრძანებით საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსის შეფასების ეტაპის - ზეპირი დავალების და გასაუბრების ქულების განხილვის, საბოლოო შედეგების შეჯამების, გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის და დანიშვნის მქონე პირისათვის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის) დასანიშნად წარდგეის შესახებ იმსჯელა.

სხდომაზე თავდაპირველად განხილულ იქნა კონკურსანტების მიერ გასაუბრებაზე დაგროვებულ ქულათა შედეგები. გასაუბრება ჩატარდა ინდივიდუალური (ზეპირი) გასაუბრების საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამართლებრივი აქტებიდან და შეფასება მოხდა საკონსკურსო კომისიის 2019 წლის 18 ივნისის №5 სხდომის ოქმში განსაზღვრული შეფასების სისტემისა და კონკურსანტის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით.

საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში პოზიციაზე კონკურსანტი პ/ნ 61008016460, რომელმაც საბოლოო შეფასებით მიიღო 54,2 ქულა, გამოცხადდა გამარჯვებულად.
კომისიის სხდომის ოქმი №9