ქედის მუნციპალიტეტის მერიაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #12 სხდომა გაიმართა, რომლსაც კომისიის ხელმძღვანელი გურამ ბერიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას, რომელზეც კომისიის წევრებმა 57 საკითხი განიხილეს, მერიის, აჭარის ა/რ ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამმართველოს, საკრებულოს წარმომადგენლები და შემოსული განცხადებების ავტორები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომა ტრადიციულად თვეში ერთხელ იმართება, სადაც კომისიის წევრები განიხილავენ საჯარო რეესტრიდან მოქალქეების მიერ წარმოდგენილ განცხადება/შუამდგომლობას, რომლის თაობაზეც ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.