ქედის მუნციპალიტეტის მერიაში დღეს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N4 სხდომა გაიმართა, რომლსაც სხდომის თავმჯდომარე ბადრი სურმანიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომას, რომელზეც კომისიის წევრებმა 76 საკითხი განიხილეს, მერიის, აჭარის ა/რ ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამმართველოს, საკრებულოს წარმომადგენლები და შემოსული განცხადებების ავტორები ესწრებოდნენ.

კომისიის სხდომა ტრადიციულად თვეში ერთხელ იმართება, სადაც კომისიის წევრები განიხილავენ საჯარო რეესტრიდან მოქალქეების მიერ წარმოდგენილ განცხადება/შუამდგომლობას, რომლის თაობაზეც ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

სხდომაზე სულ 76 საკითხი განიხილეს მათ შორის: 26 დადებითად გადაწყდა, 13 უარყოფითად შეფასდა და 37 გადაიდო.