ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში პროექტის „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისათვის აჭარაში“ ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა წარმომადგენელმა თამარ საუთიევამ ტრენინგების სერიის შემაჯამებელი ბოლო სესია გამართა, რომელიც მიეძღვნა სექტორებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. ტრენინგზე განხილულ იქნა სექტორებსა და უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სახეები, ასევე წარმატებული თანამშრომლობით განმაპირობებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები. მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ამ მიმართულებით, განიხილეს საქართველოს მაგალითი. ტრენინგს ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები და ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.