,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2018"-ის შესარჩევი მუნიციპალური თამაშები, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ოლიმპიადა ,,მხიარული სტარტები"-თ დაიწყო და კიდევ სამ სპორტის სახეობაში: ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფეხბურთში გაიმართება. გამარჯვებული გუნდები ბათუმში, აპრილის თვეში, რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. კიდევ უფრო მეტი წარმატების შემთხვევაში კი, დასავლეთ საქართველოს, შემდეგ საქართველოს მასშტაბით იასპარეზებენ.

მაგალითად, დღეს რეგიონალურ ტურში მონაწილეობის საგზური დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მორე და მესამე ადგილს ხარაულისა და ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლები დაჯერდნენ.

გამარჯვებული გუნდები, მედლებითა და სიგელებით მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ დააჯილდოვეს.

ოლიმპიადა მერიის ფინანსური მხარდაჭერით - ბიუჯეტი 4 000 ლარი და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.