ქედის განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, დღეს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწლეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ქედის მერიის, UNDP პროექტის, მედიისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე ესწრებოდა. აუდიტორიას სიტყვით მიესალმნენ LAG-ის, CENN-ის წარმომადგენელი ჯაბა ლორთქიფანიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

- შეხვედრაზე მოეწყო საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის პრეზენტაცია, რომელიც UNDP პროექტის კოორდინატორმა ირმა ახვლედიანმა წარადგინა;

- სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ზვიადაძემ წარადგინა;

- ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პრეზენტაცია ჯგუფის თავმჯდომარემ - გიორგი აბულაძემ წარადგინა.