,,შემოქმედებითი საქართველოს" ორგანიზაციის წევრებმა, ქედელ ხელოვანებთან და კულტურის სფეროში 40-მდე დასაქმებულებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო ტური რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მათი სარგებლის უკეთ გაცნობაზე, როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში. აუდიტორია გაეცნო ევროკავშირის პროგრამის დაფინანსების მიღების გზებსა და საშუალებებს.ასევე განიხილეს ადგილობრივი რესურსების და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საინტერესო მაგალითები. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა.