დღეს, ქედაში სისხლის ბანკმა სისხლის დონაციის აქცია სახელწოდებით - ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოხლე" გამართა. აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ჩაერთნენ. აქციას ორგანიზებას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უწევდა.