,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შიდა საუბნოგზების ავარიული მონაკვეთები წესრიგდება.

პრიორიტეტები თავად მოსახლეობის მიერ იქნა დასახელებული კრებებზე და პროგრამის განხორციელებაშიც აქტიურად არიან ჩართულები.

2020 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი ქედის მუნიციპალიტეტში 750 000 ლარია.

პროგრამის ფარგლებში, ბეტონის საფარი უკვე დაიგო საავტომობილო გზებზე სოფელ ახოში, კოკოტაურსა და ჭალახმელაში.