ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, დღეს ,,ქედის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 14 ივნისს განვითარებული სტიქიის - სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის" სხდომა გამართა.

კომისიაში მოწვეულნი არიან აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი სპეციალისტები. სამუშაო ჯგუფებმა საველე შესწავლა უკვე დაიწყეს, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მცხოვრებ ფერმერებს.

იხილეთ ბრძანება