დღეს, ,,ქედის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 14 ივნისს განვითარებული სტიქიის - სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის" სხდომა გაიმართა. სხდომას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე თავმჯდომარეობდა.

კომისიამ, რომლის წევრებიც ადგილობრივ მოხელეებთან ერთად, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არიან, საველე შესწავლა 6 სოფელში დღეს დაასრულა. კომისია ამ ეტაპზე, ინფორმაციის დამუშავებაზე მუშაობს.

მომდევნო სხდომა 30 ივნისს ჩაინიშნა, რა დროსაც გაცხადდება ზარალის ზუსტი ოდენობა.