28-29 ნოემბერს, სემინარები სამოქალაქო აქტივიზმს, მოხალისეობრივ საქმიანობასა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმარების საკითხებს დაეთმო.

ტრენინგები დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო აქცია ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის ცენტრის წევრები მიიღებენ.

ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.