ქედის მუნიციპალიტეტში ფაიფურის საწარმოს გახსნის წინადადებით, ქედის მერს თურქმა ინვესტორმა მიმართა და ბიზნეს წინდადადება დეტალურად გააცნო

საქმიან შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

,,ჩვენთვის მთავარია შევქმნათ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. ბუნებრივია, მაშინ როცა ჩვენი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც. იმედი მაქვს სწორი კომუნიკაციით, შევძლებთ ინვესტორებთან დავამყაროთ საქმიანი და ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული ურთიერთობები. კონკრეტულად ამ წინადადებას მერიის შესაბამისი სამსახურები გაუკეთებენ ანალიზს, რომლის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.