ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამის ,,უფასო სასადილოს" 23 ბენეფიციარს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათები გადასცეს. ბენეფიციარებს ტრადიციულად - პასქა, წითელი კვერცხი, ტკბილეული და განსხვავებული მენიუ შესთავაზეს. ,,მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის. ყველა დღესასწაულზე უკვე მივეჩვიეთ საჩუქრებს. უფალი იყოს თქვენი მფარველი. ქრისტე აღსდგა! " - ბენეფიციარი ჯემალ ბასილაძე. დღესვე, საჩუქრები გადაეცათ ,,შინ მოვლის" პროგრამის 10 ბენეფიციარს, რომელსაც ორგანიზებას ,,დახმარების ეროვნული ფონდი" უწევს.