დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, შობის დღესასწაული უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მოადგილეებთან ერთად მიულოცეს და 23 პროგრამით მოსარგებლე ადგილობრივს, საჩუქრად საშობაო ნობათები გადასცეს. სადღესასწაულო სადილს სიმბოლურად პირველი პირებიც დაეწვივნენ, რამაც ბენეფიციარები ძალიან გაახარა. ,,მადლობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენთან ერთად აღნიშნეს შობის დღესასწაული! ვუსურვეთ ერთმანეთს სიკეთე და წარმატებები! " - აღნიშნა ბენეფიციარმა ჯემალ ბასილაძემ. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის - ,,სოციალურად დაუცველი ფენისთვის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის" ფარგლებში, სერვისით 23 ადგილობრივი სარგებლობს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 25 185 ლარია გათვალისწინებული