ზამთრის ,,I see you-winter camp ურეკი 2017" ბანაკში, ქედიდან 50 ახალგაზრდა 11 იანვარს გაემგზავრება, რომელთა ტრანსპორტირებას ქედის მერია უზრუნველყოფს. 4 დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ თვითმმართველობის workshop-ები, ქართველი ლექტორების ლექცია-სემინარები, უცხოელი ლექტორის ლექცია native speaker party, თეორიები, პრაქტიკები, მოწვეული იქნება სპეციალური სტუმრები, ასევე გაჯერებული იქნება სპორტული, გასართობი აქტივობებით, ფოლკლორული საღამოებით და ა.შ.

მონაწილეებს დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა, რომელთაც მსგავსი აქტივობების მნიშვნელობასა და მერიის მხარდაჭერაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის დახვეწისა და განვითარების საკითხიც.

ზამთრის ბანაკი ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" ეგიდით ხორციელდება.