ქედის მერიაში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა

ქედის მერიაში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 06 ივნისის N 629 ბრძანებით განსაზღვრული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ზოგიერთი ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად ჩასატარებელი ღია კონკურსის პირველ ეტაპს - საბუთების გადარჩევის შედეგების განხილვას ეხებოდა.

საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს

საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N01-06/10 მორიგ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს. სხდომას 24 წევრიდან 20 ესწრებოდა.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს საჯარო განხილვა ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№7-ში (საკადასტრო კოდი: 21.03.32.060) მდებარე ეგრეთ წოდებული ,,აკავრეთის პარკი“-სთვის  ,,ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკი“-ს  სახელის მინიჭების შესახებ.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირების მიერ მოსაზრებების წარმოდგენისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საჯარო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 10 ივლისს დღის 14:00 საათზე (დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).

მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და  ინფრასტრუქტურის კომისია.  

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა

მიმდინარე წლის 29 ივნისს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგი სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).
დღის წესრიგი და საკითხები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულია კონკურსი სამ ვაკანტურ ადგილზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.hr.gov.ge 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

ევროპული ქარტია

საქართველოს კონსტიტუცია

მერიის დებულება

კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მაგიდის ჩოგბურთელების მორიგი წარმატება

მაგიდის ჩოგბურთელების მორიგი წარმატება

15- 17 ივნისს, ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენებმა თელავში, პაატა გარსევანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ა ნ ო ნ ს ი

ა ნ ო ნ ს ი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა ,,ინტელექტი"- მა   ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის" შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

ქედის განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, დღეს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწლეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ქედის მერიის, UNDP პროექტის, მედიისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები.