დღეს ,,ფრიდონობაა

დღეს ,,ფრიდონობაა"

17 მაისი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ურთიერთობის და სიყვარულის დღესასწაული... ჩვენებური სიტყვის - ქართული პოეზიის დღე! გილოცავთ ,,ფრიდონობას“! ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის ოჯახი, მეგობრები, მწერალთა კავშირის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქედის თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ და ფრიდონ ხალვაშის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა

ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა

პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში დაიბადა.

ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.

თურმანიძეების ოჯახის ფოტოებს გამგეობა ალბომად გამოსცემს

თურმანიძეების ოჯახის ფოტოებს გამგეობა ალბომად გამოსცემს

თურმანიძეების ოჯახის ფართომასშტაბით გაცნობის მიზნით, გამგეობის ორგანიზებით დღეს ფოტოსესია სოფელ გარეტყეში გაიმართა. ფოტოხელოვანის - მარია ზოიძის ნამუშევარს გამგეობა მალე ალბომად გამოსცემს. ასევე ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა ჟურნალში და სოციალურ ქსელში. 

თურმანიძეები საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააჯილდოვა

თურმანიძეები საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააჯილდოვა

საქართველოში ყველაზე ცოცხალ უხუცეს წყვილს, 76 წლიანი თანაცხოვრებისთვის - დიპლომით დღეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა ზექიე და ხასან თურმანიძეები თავად დააჯილდოვა.

ყველაზე ხანდაზმული წყვილი საქართველოში ქედიდან

ყველაზე ხანდაზმული წყვილი საქართველოში ქედიდან

ოჯახი სიყვარულს რომ უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც არც დრო აქვს და არც ასაკი, ამისი ნათელი მაგალითი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახია.

ა ნ ო ნ ს ი

ა ნ ო ნ ს ი

,,საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს". 

95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 76 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა:  8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. 

ა ნ ო ნ ს ი

ქედაში სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლეს

ქედაში სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ვიცე-მარშალ სტანისლავ დომბროვას ხელმძღვანელობით, სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია აჭარის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქედაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქედაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

9 მაისი ქედაში წელს სამწუხაროდ სამამულო ომის ვეტერანის გარეშე გაიმართა. მიუხედავად ამისა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და საზოგადოების წევრებმა, გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს დაბა ქედაში არსებული მეომრიალური დაფა, წონისრისის მემორიალური ტანკი და ცხმორისის სამამულო ომის კუთხე.