პროგრამის დასახელება: მონაწილეობითი ბიუჯეტი

კოდი: 01 02 02

ბიუჯეტი: 300 000 (სამასი ათასი) ლარი

პროგრამის განმახორციელებელი: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა: ქედის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობით ბიუჯეტში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო. მუნიციპალიტეტი აღმასრულებელი ორგანო (მერია) მონაწილეობით ბიუჯეტირების პროცესში ძირითადად ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

1. უზრუნველყოფს პროცესების ლოგისტიკური, საინფორმაციო, საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერას. მერია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური მხარდაჭერით, მათ შორის: შენობებით, სტენოგრამის წარმოებით, ხმის აპარატურისა და საკომუნიკაციო საშუალებებითა და სხვა;

2. უზრუნველყოფს სახალხო ასამბლეების, რეგიონალურ და თემატურ ფორუმებისა და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებისა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებ შორის ეფექტიან კომუნიკაციასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას

3. მიმდინარე წელს პროგრამა განხორიელდება 2 ლოკაციაზე დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:

მიზანი: მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება) რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.

შედეგი: ჩართული მოსახლეობის რაოდენობა

დაგეგმე! შეცვალე! გახადე უკეთესი!

მონაწილეობითი ბიუჯეტი შესაძლებლობას გაძლევთ, თავად გადაწყვიტოთ, რა პროექტი განხორციელდეს თქვენს დასახლებაში! პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ:
წარადგინოთ საკუთარი საპროექტო იდეა და კენჭისყრის გზით თავად გადაწყვიტოთ, თუ რომელი საპროექტო იდეა განხორციელდეს.

საპროექტო იდეის წარდგენა შეგიძლიათ:
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ზემოთ, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარდგინოთ პროექტი როგორც მარტომ, ისე თქვენს თანამოაზრეებთან ერთად (განაცხადის ფორმა)!

როგორ მოხდება საპროექტო იდეების რეგისტრაცია?
სპეციალურად შემუშავებული განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;
მერის წარმომადგენლების ოფისებში;
ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com;
ოფიციალურ ვებგვერდზე www.keda.ge;
Facebook-ის გვერდზე: იყავი თვით-მმართველი;
საპროექტო იდეების მიღება მოხდება 2020 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ, რომ:
1. თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს და განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს 2020 წლის დეკემბრამდე;
2. საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს დაბა ქედას ან/და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულს და უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას;
3. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას. ის არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.

იდეების რეგისტრაციის შემდგომ მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ გადარჩევას (სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას) და მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორებს აცნობებს სმს შეტყობინებით.

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს განსაზღვრულ ვადაში ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით.

უნდა გახსოვდეთ, რომ:
1. თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;
2. თქვენ არ გევალებათ არც ზუსტი პროექტის შედგენა და არც დეტალური ხარჯთაღრიცხვის გაკეთება;
3. საპრექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში;

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ!

გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება!
ხმის მიცემის პროცესში დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ჭინკაძეები, ჭალახმელა, დოლოგანი) რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ხმა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას სპეციალურად ჩანიშნული კენჭისყრის დღეებში.
მოქალაქეებს დაურიგდებათ შესაბამისი მოსაწვევები, რომლებზეც დატანილი იქნება ხმის მიცემის თარიღი და დრო, კენჭისყრის პროცედურა და საპროექტო იდეების ჩამონათვალი.

ხმის მიცემა შეეძლებათ მოქალაქეებს 18 წლიდან;

თქვენი იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ, სრულად გააკონტროლოთ მერიის მიერ თქვენი პროექტის განხორციელების პროცესი!

რა არის მონაწილეობითი ბიუჯეტი?
ეს არის შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, თანამოქალაქეებს შესთავაზოთ საკუთარი იდეები და კენჭისყრით გადაწყვიტოთ, რა პროექტი განხორციელდეს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში;
მონაწილეობითი ბიუჯეტირება მსოფლიოს 1500-ზე მეტ დასახლებაშია დანერგილი და რამდენიმე ათეული წელია, წარმატებით მიმდინარეობს.

არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე! ჩაერთე პროცესში, დაგეგმე, როგორ განვითარდეს შენი დასახლება, შეცვალე და გახადე უკეთესი შენი საცხოვრებელი გარემო!

იხილეთ განაცხადის ფორმა

პ.ს პროგრამა საპილოტეა და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ -ის მხარდაჭერით.