მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს უბნების მიხედვით განაგრძობს.

დღეს შეხვედრები გაიმართა დაბა ქედაში, შერვაშიძის, აღამაშენებლის, 26 მაისის, სახოკიასა და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებთან. როგორც შეხვედრებზე აღნიშნეს საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია: შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ზემოთ, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარდგინოთ პროექტი როგორც მარტომ, ისე თქვენს თანამოაზრეებთან ერთად.