ქედის მუნიციპალიტეტი დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას იწყებს.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 11 მარტს (ოთხშაბათს):
17 საათი - ყადირ შერვაშიძის ქუჩა (მრავალბინიანი სახლის ეზო);
17:30 საათი - აღმაშნებელის ქუჩა (ორსართულიანი ბინის ეზო);
18 საათი - აღმაშენებლის ქუჩა - გოგებაშვილის, სახოკიას, 26 მაისის, კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებისთვის (ყადირ შერვაშიძის სკვერი);

არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე! ჩაერთე პროცესში! დაგეგმე, როგორ განვითარდეს შენი დასახლება! შეცვალე და გახადე უკეთესი შენი საცხოვრელი გარემო!